• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    3
    მარტი
    USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით

    📢USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

    🎯კონკურსის მიზანია სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, მათი თემების ლიდერებად თუ მუნიციპალური განვითარების მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბება. საგრანტო პროგრამა დაეხმარება სათემო ორგანიზაციებს სამიზნე აუდიტორიის გაფართოებაში. კერძოდ, პროგრამა ხელს შეუწყობს სათემო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებას, საქმიანობენ გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებებისაგან გამოწვეული შედეგების შემარბილებელი ღონისძიებებისა და გაუმჯობესებული ბიზნეს გარემოს ადვოკატირების მიმართულებით.

    ✅სრული ინფორმაცია საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულებზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=440929

    ✅კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 25 მარტი, 2023 წელი.

    ✅განმცხადებლებს შეუძლიათ კითხვების დასმა ელ-ფოსტის საშუალებით: grants@cnfageorgia.org

    ✅განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 აპრილი, 2023 წელი.