• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    16
    იანვარი
    "დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დახმარების გაწევის მიზნით შექმნილი კომისიის" სხდომა

    ✅️დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომლებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, "დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დახმარების გაწევის მიზნით შექმნილი კომისიის" სხდომა გამართა.

    🔷️აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს დამტკიცებული აქვს შემდეგი სამედიცინო და სოციალური პროგრამები:

    ა) სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება;

    ბ) ოპერაციებისა და მკურნალობის დაფინანსება;

    გ) მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

    დ) სარიტუალო მომსახურების დაფინანსება;

    ე) უფასო სასადილოს დაფინანსება;

    ვ) ერთჯერადი სოციალური დახმარება;

    ზ)სტიქიური უბედურებებისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება;

    თ) დევნილთა სოციალური დახმარება;

    ი) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური

    დახმარება;

    კ) შინ მოვლის პროგრამა;

    ლ) საქართველოს წითელი ჯვრის ხელშეწყობის პროგრამა;

    მ) თბობის სეზონზე სოციალურად დაუცველი ოჯახების ფულადი დახმარებით უზრუნველყობა;

    ნ) დღის ცენტრით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტით

    უზრუნველყოფა.

    ➡️პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებით მოსარგებლე პირები არიან დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები და იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომელთა დევნილის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული რეგისტრაციის მისამართი არის დუშეთის მუნიციპალიტეტი.

    ⭕️დახმარების მისაღებად საჭიროა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქემ შემოიტანოს განაცხადი, რომლის კრიტერიუმებთან შესაბამისობასაც აღნიშნული კომისია განიხილავს.