• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    24
    ივნისი
    სამუშაო შეხვედრა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილეებმა ვასილ წიკლაურმა, ოთარ ჩხეიძემ და ჯონი ბერუაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში და მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსებთან. 

    მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა წარმომადგენლებისგან არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და მათ შესაბამისი დავალებები მისცეს. 

    შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო და აუცილებელი საკითხები. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ხარისხსა და ვადებზე. 

    ამასთან, თათბირზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამაზე.

    შეგახსენებთ, რომ დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად უნარჩუნდება, ხოლო აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ გადამოწმდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი.
    საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს. 

    საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება. 

    ამ ეტაპზე აღნიშნული დასაქმების პროგრამაში დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  ბენეფიციარების გარკვეული რაოდენობა უკვე დასაქმდა.