დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა განაწილდება შემდეგ ინფრასტუქტურულ პროექტებზე:

▪ სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები) წყაროების მოპირკეთება
▪ სარწყავი სისტემები
▪ სანიაღვრე არხები
25 მარტი / 22:02
კენკროვანი კულტურების გაშენება დაფინანსდება
მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას სახელმწიფო კენკროვანი კულტურების გასაშენებლად დააფინანსებს.
25 მარტი / 22:02
სიახლეები
ყველა სიახლე
25.03.2019
მჭადიჯვრის, ჭონქაძის და ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, შიდა გზების დაზიანებულ მონაკვეთებზე მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ ჭილურტში, ყვავილსა და ციხისძირში აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს შპს "ვი-აი-პი".
23.03.2019
ქალაქ დუშეთის ისტორიულ უბანში მიმდინარე სამუშაოები ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად მოინახულა.

ვიცე-პრემიერს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ისტორიული სახლების რეაბილიტაციის პროცესი გააცნო.

რეგიონული განვითარების მესამე პროგრამის (RDP3) ფარგლებში მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს ქალაქ დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ის, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩებისა
21.03.2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო 21 მარტს უერთდებიან საინფორმაციო კამპანიას დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის შესახებ, რომლის წლევანდელი გზავნილიცაა: ,,არავინ დატოვო მიღმა".

მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ინიციატივით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად გაიმართა ფოტო-აქცია სლოგანით: "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს".
20.03.2019
საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 13 მარტს დუშეთის სალოტბარო სკოლისა და წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეების ერთობლივი კონცერტი ჩატარდა.

სალოტბარო სკოლის ბავშვები ლოტბარ გიორგი გორდელაძის ინიციატივით
20.03.2019
20 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტმა გოჩა ტყეშელაშვილის საავტორო მედიაპროექტ ,,ეტალონს" უმასპინძლა, რომლის შესარჩევი ტურიც დუშეთის №1 საჯარო სკოლაში გაიმართა და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 35 სკოლის 78 მოსწავლე მონაწილეობდა.

მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს სწორი პასუხების რეიტინგით და საუკეთესოდ წარმოაჩინეს მუნიციპალიტეტი. ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გახდა და საუკეთესო ეტალონელის ტიტული მიენიჭა ჭოპორტის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს, იოსებ გელიაშვილს.
12.03.2019
7 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ფილიალებში მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა, სადაც აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილ იქნა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციები. პატარებმა, როგორც მშობლებს, ასევე პედაგოგებს გაზაფხულის დადგომა სარვამარტო და დედის დღისადმი მიძღვნილი ლექსებით და სიმღერებით მიულოცეს.