• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    30
    ივნისი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

    გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

    გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები ხორციელდება სოფლებში -

    ახალი ტონჩა, ჭილურტი, უნდილაანთკარი, წიწამურა, ლაფანაანთკარი, მაღრანი, ხევშა, ჭიკაანი, გვიდაქე, წინამხარი, ვეშაგურნი, უკანამხარი, სეფე, ლაკათხევი და ციხევდავი.

    სამუშაოებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.

    „სამუშაოების დასრულების შემდეგ, დუშეთის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი დაფარული იქნება გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურით. გაზიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მოსახლეობა შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას.“ - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.

    24
    ივნისი

    მაცაცო ნარიმანიძემ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართ

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

    შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ტერიტორიულ ერთეულებში არსებული ვითარება. იმსჯელეს მოსახლეობის საჭიროებებზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ საკითხებზე.

    მაცაცო ნარიმანიძემ მერის წარმომადგენლებს კოორდინირებული და აქტიური მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

    სამუშაო შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე და მერიის სხვა თანამშრომლები.

    20
    ივნისი

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ ლაფანაანთკარი-დავათის საავტომობილო გზის კეთილმოწყობის პროექტი დაათვალიერა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან ერთად, ლაფანაანთკარი-დავათის საავტომობილო გზის კეთილმოწყობის პროექტი დაათვალიერა.

    “პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულებულია. მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება, " - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.

    პროექტის ფარგლებში, 6 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზაზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება 3 899 000 ლარია.

    17
    ივნისი

    სოფელ არაგვისპირში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება

    მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან მაცაცო ნარიმანიძესტან ერთად სოფელ არაგვისპირში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

    ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ არაგვისპირში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება. სკოლამდელი დაწესებულება 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

    პროექტის მიმდინარეობას ასევე გაეცნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

    ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

    6
    სექტემბერი

    საკრებულოს წევრის-ნუკრი უნდილაშვილის ინიციატივა

    გაცნობებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (ინიციატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნუკრი უნდილაშვილი)  ქ. დუშეთში გეოფიზიკური ობსერვატორიის წინ არსებულ გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისთვის (თეატრის ქუჩის და მე-10 ქუჩის შორის არსებულ მონაკვეთი) ობსერვატორიის სახელის მინიჭების შესახებ.

    დაინტერესებულ პირებს საკუთარი მოსაზრებები წარმოდგენა შეგიძლიათ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, ელექტრონული ფოსტის მისამართზე  - dusheti.mun@gmail.com

    დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნუკრი უნდილაშვილის ინიციატივა - „ ქ.დუშეთში ობსერვატორიის წინ არსებულ გიორგი სააკაძის ქუჩის ნაწილისთვის (თეატრის ქუჩის და მე-10 ქუჩის შორის არსებულ მონაკვეთი) ობსერვატორიის სახელის მიენიჭების შესახებ.

    16
    დეკემბერი

    25 დეკემბერს ქ. დუშეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. დასაწყისი: ⏰ 14:00 საათი

    21
    თებერვალი

    25 თებერვალს, 10:30 სთ-ზე, ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.