• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    3
    აპრილი
    აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ დუშეთში არსებული სასაფლაოსა და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება მიმდინარეობს

    აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ დუშეთში არსებული სასაფლაოსა და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება მიმდინარეობს. სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარდება.

    დასუფთავების ღონისძიება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ თანამშრომლების მიერ ხორციელდება.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასაფლაოები და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწესრიგდება.