აპრილი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მოადგილესთან, ბესიკ ბიჩნიგაურთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან თეიმურაზ ბექაურთან ერთად, სოფელ ვარსიმაანთკარში საავტომობილო გზის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანთკარში ასფალტის საფარი 1100 მეტრი სიგრძის გზაზე დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხები. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით შესრულდა.
„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული გზით ორი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. მოქალაქეებს უკვე აქვთ საშუალება, უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდნენ,“- განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.
დასრულებულ პროექტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, გაეცნენ მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.


