• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    8
    აპრილი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრების მიღებას

    მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს მისიაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ისეთი გარემოს ფორმირებას, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარებისა და საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობას. მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს მიზანია ახალგაზრდების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი ჩართულობის ხელშეწყობა. მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს წევრები ჩაერთვებიან სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში და აიმაღლებენ ცოდნას იმ მიმართულებით, რაც მათ დაეხმარება ფუნქცია–მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაში.

    ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოში გაერთიანებული იქნებიან 14-29 წლის ახალგაზრდები დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან.  თუ ხარ 14-29 წლამდე; იცნობ ადგილობრივი ახალგაზრდების პრობლემებს და გაქვს მათი გადაჭრის სურვილი; მზად ხარ, საკუთარი დრო და ენერგია შენი თემის განვითარებას დაუთმო; გაქვს მოტივაცია, ჩაერთო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ითანამშრომლო ადგილობრივ ხელისუფლებასთან და განახორციელო სათემო ინიციატივები; გაქვს სურვილი გაიუმჯობესო პიროვნული/პროფესიული უნარ-ჩვევები და კომპეტენციები;  გინდა ჩაერთო სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამაში, სასწავლო ვიზიტებში; მაშინ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და გახდი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი!

    აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 აპრილი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაციის ფორმა. 

    https://docs.google.com/.../1FAIpQLSdFZElxDj4.../viewform...

     

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე - 551550451