• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    2
    იანვარი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაურთან ერთად, საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

    ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შესაბამისი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თოვლის საფარისგან იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.

    „გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. მობილიზებულია ტექნიკა. აღნიშნულ პროცესში ჩართულნი არიან მერის წარმომადგენლები. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან. სამუშაოები გაგრძელდება შექმნილი პრობლემის აღმოფხვრამდე,“ - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გადაადგილდეთ ზამთრის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და სიფრთხილით.