• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    31
    დეკემბერი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა 24-საათიან რეჟიმში მომუშავე უწყებების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მოადგილესთან, ბესიკ ბიჩნიგაურთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში მომუშავე უწყებების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

    ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიციის,  სამედიცინო სფეროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისთვის, თავდადებისთვისა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და ბედნიერი 2026 წელი უსურვეს.

    „თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია, რადგანაც ყოველდღიურად შრომობთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა სიცოცხლის დასაცავად. ჯანმრთელობის, მშვიდობის, კეთილდღეობისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს 2026 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოსთვის“- განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.