თებერვალი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილე - ბესიკ ბიჩნიგაურთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ანანურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სოფლის საჭიროებები და პრიორიტეტები. ღია კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით გადაწყდა სოფელ ანანურის სპორტული დარბაზის ინვენტარით აღჭურვა. "
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 000-დან 20 000 ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება. დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 501-დან 1000-მდე ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა მათთან კონსულტაციების გზით. კონსულტაციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 100-მა ამომრჩეველმა. კონსულტაციების გზით პროექტი ასევე შეირჩევა იმ დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა აღემატება 1000-ს. აღნიშნულ შემთხვევაში კონსულტაციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 200-მა ამომრჩეველმა.


