16
თებერვალი
თებერვალი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
საერთო კრებებს დაბა ფასანაურსა და სოფელ ჩოხში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილეებთან - ბესიკ ბიჩნიგაურთან, ვასილ წიკლაურთან, თამაზ ფოლოდაშვილთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, თეიმურაზ ბექაურთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
შეხვედრებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით დაფინანსდება. დუშეთის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები ჯამში 270 დასახლების მოსახლეობისათვის გაიმართა.


