ანონსი
„ადვოკატირება და თვითმმართველობის განხორციელებაში ახალგაზრდების ჩართულობა“
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) "დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში" მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახორციელებს პროგრამას ახალგაზრდობის ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში.

პროგრამის ფარგლებში 24-25 ნოემბერს თბილისში ჩატარდება ტრენინგი თემაზე: "ადვოკატირება და თვითმმართველობის განხორციელებაში ახალგაზრდების ჩართულობა"

ტრენინში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს 18-29 წლამდე, რომლებიც არიან მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან - მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი, ახალგორის.

ტრენინგს ჩაატარებენ GIPA-ს ლექტორები და "რეგიონის განვითარების ცენტრის" წარმომადგენლები: ლიზა სოფრომაძე და ნინო ლოლაძე.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ტრენინგი დაიწყება: 24 ნოემბერს 11:00 საათზე და დასრულდება 25 ნოემბერს 17:00 საათზე. ტრენინგი ჩატარდება თბილისში. ტრენინგის მონაწილეები 1 ღამით განთავსდებიან სასტუმროში, რომლის ხარჯებსაც აანაზღაურებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP). ტრენინგის მონაწილეებისთვის მუნიციპალიტეტიდან თბილისამდე და უკან დასაბრუნებელი ტრანსპორტირების ხარჯი არ იქნება ანაზღაურებული.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) "დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში" 2019 წელს გასცემს მცირე გრანტებს ახალგაზრდების იმ ჯგუფებისთვის, ვინც ტრენინგებს გაივლიან.

ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ ტრენინგებში მონაწილეობა, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ-ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ;
ან ტელეფონის ნომერზე: 595 42 38 25 ნინო; 599 55 45 25 ლიზი


FaceBook Twitter Google