ანონსი
სისხლის უანგარო დონორთა აქციას
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სისხლის გადასხმის ინსტიტუტი გამართავს სისხლის უანგარო დონორთა აქციას.

გაღებული სისხლი განაწილდება საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებში, რომელსაც გადაუდებელი შემთხვევებისთვის გამოიყენებენ.
დონორებს ეცნობებათ სისხლის კვლევის შედეგები.
აქცია გაიმართება მიმდინარე წლის 30 ნოემბერს 10:30 საათზე.

მისამართი: ქ. დუშეთი, დ. აღმაშენებლის ქ. N27 ( დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა).


FaceBook Twitter Google