ანონსი
ქ. დუშეთში ოფიციალურად გაიხსნება რეაბილიტირებული ცენტრალური პარკი
ხვალ, 27 ნოემბერს, 12:00 საათზე, ქ. დუშეთში, ოფიციალურად გაიხსნება რეაბილიტირებული ცენტრალური პარკი.

ქ. დუშეთში, ცენტრალურ პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში შადრევანი, სანიაღვრეები და საკანალიზაციო სისტემა მოეწყო, გაკეთდა პატარ-პატარა სკვერები და ბილიკები, გამაგრდა საყრდენი კედლები, მოპირკეთდა პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.

FaceBook Twitter Google