ანონსი
16 იანვარს ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება

შპს "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცენტრალური რეგიონული ოფისიდან მიღებული ინფორმაციით, გაცნობებთ, რომ "ვლადიკავკაზ-თბილისის" მაგისტრალური გაზსადენის 155 კმ-ზე აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მიმდინარე წლის 16 იანვარს 07:00 სთ-ზე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებულ პუნქტებს:
ქ. დუშეთს, დ. ჟინვალს, სოფლებს - ქვემო არანისს, ბიჩნიგაურებს, არაგვისპირს, მეზვრიაანთკარს, თანიაანთკარს, ბოდორნას, ვარსიმაანს, პირმისაანს, ბაზალთს მჭადიჯვარს, ჩანადირთკარს, ქუბრიაანთკარს, ბულაჩაურს, აბანოსხევს, ჭოპორტს, ახატანს და წითელსოფელს.

ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა მოხდება ეტაპობრივად, დაიწყება 16 იანვარს 13:00 სთ-დან და დასრულდება 18 იანვარს 18:00 სთ-ზე.

FaceBook Twitter Google