ანონსი
25 იანვარს, გაიმართება, ცნობილი სახალხო მთქმელისა და გმირის „შეფიცულთა რაზმის“ წევრის მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

25 იანვარს, ცნობილი სახალხო მთქმელისა და გმირის, "შეფიცულთა რაზმის" წევრის მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

10:00 სთ-ზე, ქ.დუშეთის ყოფილი სასამართლოსა და მილიციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე (იმ ადგილას, სადაც მიხა ხელაშვილის ცხედარი ორი კვირის განმავლობაში ესვენა), მისი ხსოვნის პატივსაცემად მოეწყობა ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება.

12:00 სთ-ზე, სოფ. ჩარგალი მიხა ხელაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების თაყვანისმცემლები გაიხსენებენ მის დამსახურებას ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში და ისაუბრებენ მის შემოქმედებაზე.

მოეწყობა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა.

წარმოდგენას გამართავს ქართული საბრძოლო ხელოვნება

FaceBook Twitter Google