ანონსი
მხედველობის უფასო გამოკვლევა
16 თებერვალს, 11:00 საათიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ინიციატივით, მერაბ დვალის თვალის კლინიკა "ახალი მზერა" ატარებს საქველმოქმედო აქციას, რომელიც მოიცავს მხედველობის უფასო გამოკვლევას და ექიმის კონსულტაციას.

აქცია ჩატარდება შპს "ჯეოჰოსპიტალს"-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრის შენობაში.
მისამართი: სტალინის ქ.71
FaceBook Twitter Google