ანონსი
ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის საყურადღებოდ:
22 მარტს, 15:30 სთ-ზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ჭართლის სკოლის შენობაში 500 კვ ძაბვის ეგხ ქსანი-სტეფანწმინდას პროექტში შეტანილი ცვლილებების შესახებ საჯარო განხილვა გაიმართება.
პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშზე ისაუბრებენ შპს "ენერგოტრანსი"-ს წარმომადგენლები.

საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. ხოლო წერილობითი შენიშვნების წარდგენა შესაძლებელია 12 აპრილის ჩათვლით როგორც სამინისტროში, ისე მითითებულ ელ. ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
FaceBook Twitter Google