ანონსი
დაბა ფასანაურის მოსახლეობის საყურადღებოდ:
25 მარტს, 14:00 სთ-ზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, დაბა ფასანაურის საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში გაიმართება წყალარინების სისტემის რეაბილიტაციისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა.

სკოპინგის ანგარიშზე ისაუბრებენ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წარმომადგენლები.

საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. ხოლო წერილობითი შენიშვნების წარდგენა შესაძლებელია 28 მარტამდე როგორც სამინისტროში, ისე მითითებულ ელ. ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
FaceBook Twitter Google