ანონსი
11:30 საათზე, დუშეთში, 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყება.

11:30 საათზე, დუშეთში, 9 აპრილის ტრაგედიის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საზოგადოების წარმომადგენლებთან და საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად ყვავილებით შეამკობენ ქალაქის შემოსასვლელში მდებარე 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალს, ჯემალ სეფიაშვილის ცნობილი სიმღერის ,, ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები'' ფონზე.

მემორიალთან გაიმართება 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რომელსაც დუშეთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა გრიგოლი დუშეთის სალოტბარო სკოლის მგალობლებთან ერთად აღავლენს.

ღონისძიებაზე სახელოვნებო სკოლის ლიტერატურის წრის წევრები ასევე წარმოადგენენ თემატურ ლიტერატურულ კომპოზიციებს.

გთხოვთ, მობრძანდეთ!..

FaceBook Twitter Google