ანონსი
5 მაისს, დუშელი ახალგაზრდების ინიციატივით იგეგმება გამწვანების აქცია ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე

5 მაისს, დუშელი ახალგაზრდების ინიციატივით იგეგმება გამწვანების აქცია ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაირგვება სხვადასხვა ჯიშის 150-მდე ნერგი.

მოხალისეები იკრიბებიან 11:30 საათზე დუშეთის ცენტრალური პარკის შესასვლელთან ( ბულვართან).

ტრანსპორტი და სხვა საჭირო ინვენტარი უზრუნველყოფილია.

გთხოვთ შემოგვიერთდეთ!

ერთად გავამწვანოთ გარემო!

FaceBook Twitter Google