ანონსი
26 მაისის ღონისძიებები დუშეთის მუნიციპალიტეტში
საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში 26 მაისს დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

10:00 სთ - ქ.დუშეთის ცენტრალური მოედანზე გაიმართება ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკისა გამოფენა, მოედანზე ასევე მოეწყობა 1918 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა;

12:00 სთ - ანანურის ციხე-კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სამხედრო ფიცის დადების ცერემონია;

11:00 სთ - ქ. დუშეთის ოლიმპიური კომპლექსის სტადიონზე გაიმართება მინი ფეხბურთის ტურნირი (დუშეთის და ჟინვალის გუნდები);

12 :00 სთ - ქ. დუშეთის ყოფილი სამუსიკო სკოლის შენობაში გაიმართება ჭადრაკის ტურნირი ( დუშეთის და ბარისახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები );

12:00 სთ.- ქ. დუშეთის შემოსასვლელში მდებარე სკვერის საჭიდაო არენაზე გაიმართება ჭიდაობა- ძიუდოს მუნიციპალური ტურნირი;

14:30 სთ - ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება დოღი;

17:00 სთ. - ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

გთხოვთ მობრძანდეთ!

#26მაისი
#გამოფინედროშა
#გააზიარეცოდნა
#ესდღეჩვენია

FaceBook Twitter Google