ანონსი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაცნობებთ, რომ დაიწყო ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაცნობებთ, რომ დაიწყო ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება.

აღნიშნული ინიციატივის მიზანია, ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლება, კომპეტენციების განვითარება მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის შეთავაზებით.

სწავლა, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, სრულიად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს.

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი, საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა, შესაძლოა გახდეს ის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დააკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. უფლების მოპოვების შემდეგ, ორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება განსაზღვრულ პრიორიტეტულ დარგებში.

პროგრამის განხორციელების, უფლების მოპოვების, სტანდარტების, პროგრამის შემუშავების, მსმენელთა ჩარიცხვის, პრიორიტეტული სექტორებისა და სხვა საჭირო რეგულაციების შესახებ, ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებგვერდზე წწწ.მეს.გოვ.გე

მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებზე რეგისტრაციების, პროგრამის შინაარსის, განმახორციელებელი ორგანიზაციების და პარტნიორების შესახებ მონაცემები განთავსებულია ვებ-გვერდზე წწწ.ვეტ.ემის.გე

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია სამინისტროს ცხელ ხაზზე: ☎ 2 200 220
FaceBook Twitter Google