ანონსი
საქართველო-ჩემი სიყვარული, გულში - უკრაინა: გამოფენა დუშეთში
5 ივლისს, 18:00 საათზე, უკრაინის საელჩო ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ილია ზაქაიძის კულტურის სახლის ფოიეში გაიმართება ქართულ- უკრაინული კულტურული ღონისძიება: ,,საქართველო- ჩემი სიყვარული, გულში- უკრაინა''.

ღონისძიების პროგრამა მოიცავს:

ძველებური უკრაინული თავსაფრების ,, უკრაინული ტრადიციული თავსაბურავი'' და უკრაინული ნაქარგი პირსახოცების (რუშნიკების) გამოფენას ,, უკრაინის ტრადიციული ნაქარგები'' ;

უკრაინელი მხატვრის ალექსანდრე ოხაპკინის ნამუშევრების გამოფენას ,, თანამედროვე უკრაინული ხატი''. ( უნიკალური სახლის ხატი თანამედროვე სახალხო ხატწერის სტილში);

ძველებური უკრაინული თავსაფრების გამოფენას ,, უკრაინელი ქალის ტრადიციული თავსაბურავი'';

უკრაინის დამსახურებული არტისტის ივანა კოტიაშ- ელერდაშვილის მუსიკალურ პროგრამას ,, ორი ფრთა'' ( თანამედროვე ელექტრონული ვიოლინო, ქართული და უკრაინული მუსიკა).

გთხოვთ, მობრძანდეთ!..

დასწრება თავისუფალია.
FaceBook Twitter Google