ანონსი
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიება
8 ნოემბერს, 13:00 საათზე, ქალაქ დუშეთში გაიმართება საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიება.

სადღესასწაულო განწყობაზე მუსიკალურ ბენდთან და წამყვანთან ერთად იზრუნებენ ანიმატორები და ილუზიონისტი გასართობი შოუ პროგრამით.

ბავშვების ჩართულობით ასევე მოეწყობა საპნის ბუშტების შოუ და მათ დაურიგდებათ საჰაერო ბუშტები.

ჩატარდება სახალისო ვიქტორინა (თემა - ცენტრების სერვისები) და მასში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრების გადაეცემათ.

საზოგადოებრივ ცენტრს საზეიმოდ გახსნის საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

გთხოვთ, მობრძანდეთ!
FaceBook Twitter Google