ანონსი
25 იანვარი, მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
25 იანვარს, ცნობილი სახალხო პოეტისა და გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმის" წევრის - მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება:

10:30-11:00 სთ - ქ.დუშეთის ყოფილი სასამართლოსა და მილიციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე (იმ ადგილას, სადაც მიხა ხელაშვილის ცხედარი ორი კვირის განმავლობაში ესვენა), მისი ხსოვნის პატივსაცემად მოეწყობა ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება.

13:00 სთ - სოფ. ჩარგალში მიხა ხელაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების თაყვანისმცემლები გაიხსენებენ მის დამსახურებას ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში და ისაუბრებენ მის შემოქმედებაზე.

წარმოდგენას გამართავს ქართული საბრძოლო ხელოვნება "ხრიდოლი" (ხელმძღვანელი ნუკრი მჭედლიშვილი).

გთხოვთ, მობრძანდეთ!..
FaceBook Twitter Google