სიახლეები
წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ქალაქ დუშეთის პირველ საჯარო სკოლაში, სადაც წარჩინებული მოსწავლეების დაჯოლდოება გაიმართა.

პროგრამა ,, ჩემი პირველი კომპიუტერი-""ს ფარგლებში, მცხეთა - მთიანეთის საჯარო სკოლების 29 წარჩინებულ მოსწავლეს პორტატული პერსონალური კომპიუტერი გადაეცა. დუშეთის მუნიციპალიტეტიდან 13 მოსწავლე დაჯილდოვდა. მოსწავლეთა წახალისების პროგრამა 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარმატებით დაამთავრეს.

დაჯილდოებას ესწრებოდნენ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, დუშეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო ცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი პედაგოგებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ უნდილაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური.

იხილეთ ფოტომასალა
FaceBook Twitter Google