სიახლეები
მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები
შპს "სოკარჯორჯია გაზი" დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში აწარმოებს გაზიფიცირების სამუშაოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა ქსელის მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება სამ სოფელში - ჭართალში, სონდასა და მენესოში. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ შპს "სოკარჯორჯია გაზი" გაზიფიცირების საჭირო სამუშაოებს განახორციელებს ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის სამ სოფელში - ჩიტაურებში, ჭალისოფელში და ზენუბანში.
FaceBook Twitter Google