სიახლეები
სოფელ ოძისში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საზეიმოდ გახსნეს დუშეთის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. საბავშვო ბაღი გათვლილია ერთ ჯგუფზე.

სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო. პროექტი დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ახალი საბავშვო ბაღში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ამ ეტაპზე დაწესებულებას 17 აღსაზრდელი ყავს.

ახალი სკოლამდელი დაწესებულება ძალიან ბევრ ოჯახს და ბევრ პატარას გაახარებს.

იხილეთ ფოტომასალა

FaceBook Twitter Google