სიახლეები
დასრულდა სოფელ ცხვედიეთის ელექტროფიკაცია
ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ცხვედიეთის ელექტროფიკაცია დასრულდა. სოფელს ელექტროენერგია 30 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ადგილობრივებს კი ურთულეს პირობებში უწევდათ ცხოვრება.

მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციამ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და "ენერგო-პრო ჯორჯია"-სთან ერთად აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაიწყო. რამოდენიმე დღის წინ კი დასრულდა სოფლის ელექტროფიკაცია და მოხდა მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

ცხვედიეთის ელექტროფიკაცია ხელს შეუწყობს სოფლიდან წასული მოსახლეობის უკან დაბრუნებას.
FaceBook Twitter Google