სიახლეები
რამინ რამიშვილის დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო
დუშეთის, ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლში გაიმართა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რამინ რამიშვილის დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

შეკრებილმა საზოგადოებამ ისაუბრა ცნობილი მეცნიერის ღვაწლზე არაგვის აუზსა და აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზოლში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შსახებ.

დასასრულს, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი "ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიცია".

საღამო ჩატარდა ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის და ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით.
FaceBook Twitter Google