სიახლეები
სიახლეები
დუშეთის სახელოვნებო სკოლაში საახალწლო საღამო ჩატარდა
დუშეთის სახელოვნებო სკოლამ 2018 წლის სასწავლო პროცესი საშობაო-საახალწლო ღონისძიებით დაასრულა. სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მსმენელის წინაშე ჟანრობრივი მრავალფეროვნებით წარსდგნენ.
საახალწლო საღამოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დამდეგი ახალი 2019 წელი და სახელოვნებო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შემოქმედებითი წინსვლა და წარმატება უსურვეს.
FaceBook Twitter Google