სიახლეები
საქაველმოქმედო აქცია - „აჩუქე სითბო“
მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, საქველმოქმედო ორგანიზაცია "თბილეთი" დუშეთის შ.შ.მ.პ პანსიონატს ეწვია. ორგანიზაცია ყოველ წელს, წინასაახალწლო დღეებში მართავს საქველმოქმედო აქციას - "აჩუქე სითბო".

ღონისძიება ქ. თბილისის N142 საჯარო სკოლის, ახალგაზრდა პოეტის- დიკა სალაყაიას ორგანიზებით და დუშთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის დღის ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა.

სტუმრებმა ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად თბილი ტანსაცმელი, პროდუქტი, ტკბილეული გადასცეს.

დუშეთის შ.შ.მ.პ პანსიონატის ბენეფიციარებისთვის გაიმართა კონცერტი პროექტ" ქუჩის მუსიკოსების" გამარჯვებულ თორღვასა და მისი მეგობრების მონაწილეობით.

აქციის ფარგლებში, სხვადასხვა პანსიონატის 650-მდე ბენეფიციარს გადაეცა თბილი ტანსაცმელი, წიგნები, პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები.

FaceBook Twitter Google