სიახლეები
უფასო სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ
მიმდინარე წლის 28 დეკემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - გიორგი ასლამაზიშვილი ესტუმრნენ ა(ა)იპ დუშეთის უფასო სასადილოს მზრუნველობამოკლებულთათვის.

110 ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრები გადასცეს, მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი. ჯანმრთელობა, მხნეობა და ყოველივე საუკეთესო უსურვეს.
FaceBook Twitter Google