სიახლეები
საშობაო საჩუქრები
მიმდინარე წლის 6 იანვარს, საშობაოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ქ. დუშეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები და მარტოხელა მოქალაქეები პირველადი მოხმარების სასურსათო ნაკრებებით დაასაჩუქრა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა მერის წარმომადგენელ ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - შალვა ინაშვილთან ერთად ოჯახებს პირადად მიულოცა შობის ბრწყინვალე დღესასწაული.

საშობაო საჩუქრების გადაცემას აგრეთვე, ესწრებოდნენ მერიის სხვდასხვა სამსახურის წარმომადგენლები და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების დუშეთის სერვისცენტრის თანამშრომლები.
FaceBook Twitter Google