სიახლეები
სიახლეები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან" დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც პროგრამის განხორციელება რეგიონებში უნდა უზრუნველყონ, პირველი ვიდეო კონფერენცია გაიმართა.

ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა და გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნიებში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი უნდა დასრულდეს 2019 წლის 1 მარტამდე.

სოფლის კრებები თებერვლის ბოლომდე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.



FaceBook Twitter Google