სიახლეები
დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა განაწილდება შემდეგ ინფრასტუქტურულ პროექტებზე:

▪ სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები) წყაროების მოპირკეთება
▪ სარწყავი სისტემები
▪ სანიაღვრე არხები
▪ ნაპირსამაგრი სამუშაოები
▪ გზები
▪ ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები
▪ გარე განათება
▪ სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
▪ სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი
▪ ამბულატორიის შენობები
▪ კულტურის ობიექტები
▪ სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი
▪ სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით
▪ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი
▪ სასაფლაოს შემოღობვა
▪ თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები
▪ მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" მუნიციპალიტეტებში 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. გამოყოფილი თანხა განაწილდება შემდეგნაირად:

▪ დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 5 000 ლარი;
▪ დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400 მაცხოვრებელს გამოეყოფა 6 000 ლარი;
▪ დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 401-დან 1 000 მაცხოვრებელს გამოეყოფა 8 000 ლარი;
▪ დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1 000 მაცხოვრებელს გამოეყოფა 10 000 ლარი.


პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი უნდა დასრულდეს 2019 წლის 1 მარტამდე.

▪ დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა დასახლების საერთო კრებით. საერთო კრება უფლებამოსიალია, თუ მას ესწრება საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%-სა. 
▪ დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 501-დან 1000 ამომრჩეველს პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 100-მა ამომრჩეველმა;
▪ დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 200-მა ამომრჩეველმა.


იმ შემთხვევაში, თუ 2019 წლის 1 აპრილამდე სოფელი ვერ მოახერხებს შეთანხმებას დასაფინანსებელ პროექტებზე, პროგრამით გათვალისწინებული თანხა ბრუნდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში (რეგფონდში).

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

იხილეთ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს ბრძანება
"დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებები საქართველოს რეგიონებში განხორცილებული პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებებისა და ამომრჩევლებთან კონსულტაციების ინიცირების შესახე" რომელსაც თან ერთვის ინფორმაცია დასახლებებში საერთო კრებების/კონსულტაციების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ, იხილეთ (დანართი 1). ასევე საპროექტო წინადადებების ფორმა, იხილეთ (დანართი 2), ივსება მოქალაქის მიერ (რომელიც რეგისტირებულია დუშეთის მუნიციპალიტეტში საარჩევნო სიაში) საპროექტო წინადადების ქონის შემთხვევაში, ამისათვის საჭიროა დანართი 2-ის word ფაილის ფორმატში ჩამოტვირთა, შევსება და დასკანერებული ვერსიის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გამოგზავნა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

▪ პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება, ამიტომ თითოეული მოქალაქის დასწრება მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გთხოვთ მობრძანდეთ, დანართი 1-ში მითეთებულია ინფორმაცია საერთო კრებების/კონსულტაციების ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ.

FaceBook Twitter Google