სიახლეები
სიახლეები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრემისხევში
30 იანვარს, გრემისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების საერთო კრება ჩატარდა, სადაც მოსახლეობამ იმსჯელა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული პრობლემებისა და საპროექტო წინადადებების შესახებ.

მოსახლეობასთან ერთად კრებას ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, რომელმაც პირადად გააცნო მათ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა".

საერთო კრების წევრებმა ღია კენჭისყრის პრინციპით შეარჩიეს განსახორციელებლად დაგეგმილი პროექტები.
FaceBook Twitter Google