სიახლეები
სიახლეები
„იკითხე წიგნი - შეცვალე მსოფლიო
1 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, რომელიც ა(ა)იპ "ალექსანდრე როინაშვილის სახელობის საბიბლიოთეკო გაერთიანების" ინიციატივით, ფასანაურის, ანანურის, ჭოპორტის, დავათის და ქალაქ დუშეთის საბიბლიოთეკო ფილიალებში აღინიშნა.

წიგნის საჯარო კითხვაში მონაწილეობა მიიღეს: მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, ბიბლიოთეკარებმა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა. მათ საჯაროდ წაიკითხეს ნაწყვეტები საყვარელი წიგნებიდან და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
FaceBook Twitter Google