სიახლეები
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან
4 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან აზიის განვითარების ბანკისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეშეთი - კობის მონაკვეთის 24-კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი (ADB) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBღD) ერთად აფინანსებს. მათი თქმით, ქვეშეთი - კობის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის განვითარებას რეგიონში, ამიტომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აუცილებელია ჰაბის შექმნა.

სამუშაო შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ესწრებოდნენ: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ლევან კუპატაშვილი, საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსის მოადგილე - ლუკა მოსაშვილი, ტრანსპორტის სპეციალისტი აზიის განვითარების ბანკში - ქემელ ბოუმედი, გარემოს დაცვის სპეციალისტი - დუნკან ლენგი, კომუნიკაციების დეპარტამენტის კურატორი - დუნკან მაკლეოდი და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - ავთანდილ ცქვიტავა.
FaceBook Twitter Google