სიახლეები
სიახლეები
ინფორმირებული მიგრაცია - უსაზღვრო შესაძლებლობები
5 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა (IOM) ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო მიგრაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

კანონიერი მიგრაცია, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები( ტრეფიკინგი, შრომითი ექსპლუატაცია), უვიზო მიმოსვლა, შრომითი მიგრაცია, საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის თემა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები ახალგაზრდებთან ერთად ჯგუფური სამუშაოს, დისკუსიის და როლური თამაშების ფორმატში იქნა განხილული.

გაეროს სააგენტოს პროექტი "დაცული საზღვრები უსაფრთხო მიგრაცია" (SBMMG) ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს, ახალგაზრდების ინფორმირებას კანონიერი მიგრაციის თაობაზე, აქტიური კამპანიების საშუალებით.



FaceBook Twitter Google