სიახლეები
სოფელ მუგუდის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიისაგან დაზიანებულ მუგუდის გზაზე სარეაბილატიციო და საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მუგუდის ხევზე ეწყობა დამცავი გაბიონი და ბეტონის კედელი, რომელიც ხევის ადიდების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სოფლის შიდა გზისა და მიმდებარე სახლების უსაფრთხოების დაცვას.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ხოლო სამუშაოებს აწარმოებს შპს "გეო-მონტაჟი".
FaceBook Twitter Google