სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან
7 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ხამხაძემ ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს წარუდგინა ის ცვლილებები, რომელიც შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის "მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების" მუხლში, 2019 წლის 1 იანვრიდან. ცვლილება შეეხება ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლებია. აღნიშნულ ოჯახებზე საარსებო შემწეობა განისაზღვრა 50 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

მან ასევე ისაუბრა 2017 წლის 1 ივლისიდან არსებულ "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" პროგრამაზე და მასში შესულ ცვლილებებზე: 2018 წლის პირველი სექტემბრიდან პროგრამა მოიცავს 34 დასახელების მედიკამენტს და აღნიშნული პირები მედიკამენტს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად იღებენ.

შეხვედრას საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ ჩიტაური, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ზაქარია ხეხელაშვილი და თამაზ უნდილაშვილი.
FaceBook Twitter Google