სიახლეები
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში სარვამარტო ღონისძიება გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ: მომღერალი თემურ თათარაშვილი, მუსიკოსი თომა მავრომატი, ანსამბლი "ქალილო", ადგილობრივი ჯაზმენი კახა ხუციშვილი, იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის სახალხო თეატრის მსახიობები - ელენე პაპიაშვილი და იოსებ კაკალაშვილი, ხოლო ღონისძიებას უძღვებოდა ზაზა ალექსიძე.

მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ინაშვილმა.

ღონისძიებაზე დამსწრე ქალბატონებს მისალოცი ბარათები და ყვავილები გადაეცათ.
FaceBook Twitter Google