სიახლეები
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საბავშვო ბაღებში
7 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ფილიალებში მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა, სადაც აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილ იქნა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციები. პატარებმა, როგორც მშობლებს, ასევე პედაგოგებს გაზაფხულის დადგომა სარვამარტო და დედის დღისადმი მიძღვნილი ლექსებით და სიმღერებით მიულოცეს.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის წარმომადგენლები.
FaceBook Twitter Google