სიახლეები
დუშეთის ქუჩებში საგზაო ინფრასტუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
12 აპრილს, ქალაქ დუშეთის ქუჩებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, შალვა ინაშვილმა, დაათვალიერა.

წარმომადგენლის თქმით, ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება დუშეთის ბაზრის ტერიტორიას, სადაც ხდება სავაჭრო დახლების განახლება, ხოლო გზის სავალ ნაწილზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მოწესრიგება, რომელსაც შპს "არქი ჯგუფი" ახორციელებს.

კარიაულების დასახლებიდან სოფელ ტონჩის ხიდამდე ასფალტის საფარის დასაგებად, შპს "ენკას" მიერ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცედურები.

ხოლო როინაშვილის ქუჩის პრობლემურ მონაკვეთზე ტარდება გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაო, რომელსაც შპს "არქი ჯგუფი" ასრულებს.

სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.
FaceBook Twitter Google