სიახლეები
სიახლეები
მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის აქცია დუშეთში
13 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის ყოფილ სამუსიკო სკოლის შენობაში, უფასო გამოკვლევების აქცია გაიმართა.

მოსახლეობას ამ აქციით შესაძლებლობა მიეცა, ექიმის დანიშნულებით ჩაეტარებინა ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკური კვლევები - ექოსკოპია და კარდიოექოსკოპია.

პაციენტებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს შესაბამისი სფეროს სპეციალისტებმა: ზოგადი ქირურგია, ანგიოქირურგია, თერაპია, ენდოკრინოლოგია, კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, ტრავმატოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, გინეკოლოგია და პედიატრია.

მსგავსი ტიპის გამოკვლევები პერიოდულად გაგრძელდება მუნიციპალიტეტში.
FaceBook Twitter Google