სიახლეები
სიახლეები
გამწვანების აქცია ქალაქ დუშეთში
14 აპრილს, დედაენის დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გია ბექაურის ინიციატივით, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ცაცხვის 25 ნერგი დაირგო.

გამწვანების აქციაში დუშელ ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდნენ: ა(ა)იპ დუშეთის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისა და საქართველოს წითელი ჯვრის დუშეთის ფილიალის თანამშრომლები.

ნერგების შემდგომ მოვლა-პატრონობაზე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრი იზრუნებს.
FaceBook Twitter Google