სიახლეები
სიახლეები
სოფელ დოლოშამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხეობის ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სოფელ დოლოშამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები, დღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ, გიორგი თანიაშვილმა მოინახულა, რომლის თქმითაც აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, მოსახლეობა პრობლემურ გზაზე გადაადგილებას თავისუფლად და დაბრკოლებების გარეშე შეძლებს.

ხეობის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მოხრეშვის სამუშაოებს შპს "ემბაია" ახორციელებს.
FaceBook Twitter Google